Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ვარშალომიძე აუდიტის სამსახურში დაიბარეს
Regions.ge
25 July 2016, 16:20
აჭარაში "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველ ნომერი, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში უნდა გამოცხადდეს. ლევან ვარშალომიძე აუდიტის სამსახურში 12.00 საათზეა დაბარებული.  საქმე ეხება ლევან ვარშალომიძის მიერ დაწყებულ კამპანიას, სადაც ის მოქალაქეებთან ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს აფორმებს და გამარჯვების შემთხვევაში მათ ბინის აშენებას ჰპირდება.  არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნული ფაქტი ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობად შეაფასეს.  როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი ზურაბ აზნაურაშვილი აცხადებს, დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ დადგინდება, არსებობს თუ არა დარღვევა. ლევან ვარშალომიძე უკრაინიდან  საქართველოში რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა და წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
წყარო: gurianews.com
gurianews.com
25.07.2016
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი